- კანონი
- • (ბერძნ. kanon წესი, განაწესი) სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს მოქმედი სამართლის წყაროს. კანონის მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე სტადიისაგან: კანონპროექტის მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მიღება, კანონპროექტის გადაცემა პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად, კანონის გამოქვეყნება.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,• მონტესკიეს აზრით, კანონი ,,ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებით, არის აუცილებელი მიმართებები, რომლებიც საგანთა ბუნებიდან გამომდინარეობს: ამ აზრით, ყველა არსებას თავისი კანონები გააჩნია. ღვთაებას (ლა დივინიტე) თავისი კანონები აქვს, მატერიალურ სამყაროს - თავისი”.Source: მაჭარაშვილი ო. ადამიანის უფლებების განვითარება სამართლის ფილოსოფიაში //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
Georgian encyclopedia. 2013.